პროსტიტუცია ჩინური მასაჟის სალონსა და სასტუმროებში – თბილისში 4 ქალი დააკავეს  (ვიდეო)

4 ქალბატონი და ერთი მამაკაცი პოლიციამ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავა. მათგან ორი ჩინეთის მოქალაქეა, სამი ქალბატონი კი ქართველი.
ძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში, ჩინური მასაჟის სალონსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა მასაჟის სალონსა და სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით უკვე დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები