შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა – ვიდეო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი სპარტაკ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა სპარტაკ სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ მოდელის 2 პისტოლეტი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები