გუბაზ სანიკიძე: პარტია ,,ოცნება’‘ყოფილი ნაციონალებით გაივსო

 პარტია ,,ოცნება’‘ რომ ყოფილი “ნაციონალებით“ გაივსო, პრეტენზიას ვერ წავუყენებ, რადგან ეს მათი პარტიული საქმეა, ისემც უქნიათ, შიგნით ყიზილბაშები შეუყვანიათ – ამის შესახებ ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ რამდენიმე დღის წინ ნაძალადევში პარტიის დახურულ შეკრებაზე განაცხადა, რომლის სტენოგრამასაც გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს. როგორც სანიკიძემ განაცხადა, კოალიცია “ქართული ოცნება“ ექვსი პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი გაერთიანებაა, რომელიც რაღაცისთვის კი არა, რაღაცის წინააღმდეგ შეიქმნა. მისი თქმით, ეს ,,რაღაც’‘ “ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომელსაც ცალ-ცალკე ვერ ერეოდნენ. “რეალობა ასეთია _ დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი იყო. აქ ითქვა, რამდენად სამართლიანია კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია ,,ფორუმის’‘ მიმართო. გეტყვით, რომ სამართლიანად არ გვექცევიან. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, ჩვენ ერთმანეთის პარტიულ საქმიანობაში არ ვერევით. პარტია ,,ოცნება’‘ რომ ყოფილი ნაციონალებით გაივსო, პრეტენზიას ვერ წავუყენებ, რადგან ეს მათი პარტიული საქმეა. ისემც უქნიათ, შიგნით ყიზილბაშები შეუყვანიათ. ამას ვერ დავუშლი ისევე, როგორც, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჩვენი პარტიის საქმიანობაში ვერცერთი ჩაერევა. კოალიცია ექვსი პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი გაერთიანებაა, რომელიც რაღაცისთვის კი არა, რაღაცის წინააღმდეგ შეიქმნა. ეს ,,რაღაც’‘ ნაციონალური მოძრაობა იყო, რომელსაც ცალ-ცალკე ვერ ვერეოდით, შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, რომელმაც თავი მოგვიყარა და ლიდერის პრობლემა გადაწყვიტა. საბოლოოდ, დავანგრიეთ და გავიტანეთ.
საერთოდ, ხელისუფლება სამ ფაზად უნდა შეცვალო: 1. საპარლამენტო. 2. საპრეზიდენტო. 3. ადგილობრივი არჩევნები. 2/3-ით ხელისუფლება შევცვალეთ, დარჩა 1/3, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ანუ თავში ნაციონალები დავამარცხეთ, ახლა ქვემოთ უნდა დავამარცხოთ, რადგან გამგეობებში არაფერს რომ არ აკეთებენ, დღემდე ,,ნაცები’‘ სხედან. ადგილებზე ,,ნაცების’‘ მოსასპობად და გასანადგურებლად ორი გამოსავალი არსებობდა: ან რომელ სართულზეც იყვნენ, იქიდან გადმოგვეყარა, რომლის მომხრე არ ვიყავი. ასე ქვეყანა არ დალაგდებოდა, იმათ რომ დახოცავდი, იმათი შვილები გაიზრდებოდნენ და ჩვენ შვილებს ოც წელიწადში დახოცავდნენ, ეჭვი ხომ არ გეპარებათ?! მეორე გამოსავალი იყო დროში გაწელილი, თუმცა ბევრად ცივილური _ ადგილობრივი არჩევნები 15 ივნისს იქნება, წელიწადნახევარი ლოდინი მოგვიწია და ვისაც “ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონს, მივიდეს არჩევნებში და გამგეობიდან ყველა ,,გამოიხვეტება’‘, ერთიც აღარ დარჩება. მთავარი ამოცანაა ქართველებისთვის, რეალურად შევაფასოთ ის, რაც გვჭირს. ჩვენი პარტიის ბევრი წევრი გვეუბნება _ ადგილობრივ არჩევნებში ხალხი არ მოვაო. თუ არ მოვა, გამოდის, რომ ამდენი ტყუილად ,,გვიჩალიჩია’‘. საპრეზიდენტოც და საპარლამენტოც წყალში ჩაგვივარდება, თორემ ჩემმა მტერმა მოიგოს, როგორც ნაციონალები შეძლებენ გამარჯვებას და თქვენმა მაწყევარმა იცხოვროს ისე“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები