რატომ გადაუხადა მადლობა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღარიბაშვილს?
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზარარ აჰმად ოსმანს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს. გამოითქვა სურვილი, გააქტიურდეს თანამშრომლობა ეკონომიკური და სატრანსპორტო მიმართულებით. საქართველო ასევე მზად არის გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით.
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა ავღანეთში ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა წარმატება უსურვა ავღანეთს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება ქვეყანას შემდგომი განვითარების საშუალებას მისცემს.