ხელმძღვანელი პირების მიერ, სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით FAIRY-ის ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. “გამოძიებით დადგინდა, რომ შპს SKIPPER-ის ხელმძღვანელი პირების მიერ, სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით FAIRY-ის ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შპს SKIPPER-ის საწარმოდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის კუსტარულად დამზადებული სარეცხი საშუალება და წარმოებისთვის გამზადებული სასაქონლო ნიშნები. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.