შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტი აღკვეთა (ვიდეო)

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქეები – 1968 წელს დაბადებული მეთინ დ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხოლო 1983 წელს დაბადებული თამერ ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროსა და კლუბში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს ფართებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროს და კლუბის მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე და 25-254-ე მუხლებით).

https://www.youtube.com/watch?v=niv56wUFnG0&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები