დავით დარახველიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პოლონურ მხარესთან მოხდება მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის განხილვა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარება, მიგრანტებთან დაკავშირებული რეგისტრაციისა და რეინტეგრაციის საკითხების განხილვა. ასევე სამართლებრივი ბაზის გაცნობა. შეხვედრაში მონაწილეობენ მიგრაციის რეპატრიაციის და ლტოლვილთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი კოკაია და საერთაშორისო ურთიერთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია.