ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა

  საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის წევრებს საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე წარუდგინა და შტაბის სამომავლო მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების შესახებ იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წევრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებიც გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები