საქართველოს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    საქართველოში 16-17 მარტს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი შედგება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზარარ აჰმად ოსმანი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრა 17 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის დროს მინისტრები საქართველო-ავღანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ, ხოლო 11:00 საათზე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში შედგება ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები