ქდმ-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი ახვლედიანი შეასრულებს
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი ახვლედიანი შეასრულებს, – ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ განაცხადა. მან თავმჯდომარის პოსტი დღეს დატოვა.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, გიორგი ახვლედიანი და გუნდი საქმიანობას აგრძელებს, მიმდინარეობს მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის და ფართო კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან.
“მე მხარს ვუჭერ, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ორგანიზაციების პოლიტიკური, ადამიანური, თუნდაც ფინანსური რესურსები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. მოხდეს მათი კონსოლიდირება საიმისოდ, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ძლიერი მეორე და არა მესამე არჩევანი”, – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
გარდა ამისა, თარგამაძე ადასტურებს, რომ “ქრისტიან-დემოკრატები” და ნინო ბურჯანაძის პარიტა “დემოკრატიული საქართველო” შესაძლოა გაერთიანდნენ. მისი თქმით, ეს ნორმალური და მოსალოდნელია.