ამერიკელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
საქართველოში გაეროს მუდმივმოქმედი კოორდინატორი ნიკოლ სკოტი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი აფხაზეთში გაეროს ეგიდით განსახორციელებელი პროგრამები და დე ფაქტო ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრა დასახელდა.
ნიკოლ სკოტი არასწორ თარგმანსა და ინტერპრეტაციას უწოდებს განცხადებას, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. მარიონეტული ხელისუფლების მტკიცებით, სკოტმა მათ გაეროს დონორი ქვეყნებისთვის პირდაპირ მიმართვა ურჩია. თუმცა, ეს ვერსია დიპლომატმა კატეგორიულად უარყო.
ყოველწლიური დახმარების ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამით, აფხაზეთისთვის 2014 წელს 15 მილიონი დოლარია განსაზღვრული – თანხა განათლების, ჯანდაცვის და მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მოხმარდეს.
ნილს სკოტი ამბობს, რომ ფინანსური დახმარება, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების შედეგად, გეგმურად ხორციელდება. მისი თქმით, აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო ჰოსპიტალი გაიხსნება.