ვიქტორ პონტამ მცხეთის ღირსშესანიშნაოებები დაათვალიერა
რუმინეთის სამთავრობო დელეგაციამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მცხეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა, რუმინეთის მთავრობის წევრებთან ერთად ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოველში იმყოფებოდა.
სტუმრებს მეგზურობა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რუმინეთის მაღალი რანგის დელეგაციის სტუმრობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
სტუმრები დღეს თბილისში, ეროვნულ მუზეუმსაც ეწვევიან.
რუმინეთის სამთავრობო ელეგაციის შემადგენლობაში არიან რუმინეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პარლამენტის წევრები, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები და რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.