“მჯერა, საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობა უფრო გაღრმავდება“
“როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდებით, იმედია საზეიმო ღონისძიებაზე მომიწვევთ,”- ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინეთის სამთავრობო დელეგაციის პატივსაცემად გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინელ კოლეგას, ვიქტორ პონტას საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხაზგასასმელიაორ ქვეყანას შორის არსებული ის ღრმა კულტურულ-ისტორიული კავშირები,რომელიც მდიდარ მართლმადიდებლურ ტრადიციებს ეფუძნება და საუკუნეებსითვლის.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, პოლიტიკური და ეკონომიკურიკრიზისები თანამედროვე მსოფლიოსთვის სერიოზული გამოცდაა;
მისი თქმით, ამ მეტად რთულ დროს კი საქართველოსთვის ფასეულია რუმინეთის მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ასევე,საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით.
„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და სრულიად ახალ განზომილებაში გადავა. გულწრფელად მჯერა, ჩვენი ქვეყნები გაამყარებენ ურთიერთსასარგებლო კავშირებს როგორც ჩვენი რეგიონის, ასევესაერთო ევროპული ოჯახის საკეთილდღეოდ”, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას.