ვიქტორ პონტა: როგორც იქნა, თავს ვგრძნობ ბებერ პრემიერ-მინისტრად

     საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ როგორც იქნა, თავს ვგრძნობ ბებერ პრემიერ-მინისტრად, რადგან ის ჩემზე 10 წლით უმცროსია, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ქართველ კოლეგასთან – ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე დღეს აქ ვარ იმიტომ, რომ ვთქვა – ევროპა და ევროკავშირის ქვეყნებმა, რუმინეთმა, როგორც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს მყოფმა ქვეყანამ, უნდა გააკეთოს უფრო მეტი ამ ორი ქვეყნისთვის. დოკუმენტების გარდა, უნდა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, რომლითაც საქართველო და მოლდოვა იგრძნობენ დახმარებას და იმას, რომ მათი მიღება უნდათ ევროკავშირში და მათ ჰყავთ პარტნიორები“,- განაცხადა ვიქტორ პონტამ. მისივე თქმით, რუმინეთი შვიდი წელია უკვე ევროკავშირის წევრია და სურს, ამ გამოცდილებით დაუჭიროს მხარი საქართველოს და მას გამოცდილება გაუზიაროს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. “ასევე მინდა აღვნიშნო რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებისთვის. რუმინეთი ამ პროცესს ყოველთვის მხარს დაუჭერს და ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კარგად ვიცით რას ნიშნავს მარტოობა და დახმარების არქონა, კრიზისები. საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში რუმინეთის სწორი არჩევანია და დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვისაც სწორი არჩევანი იქნება”, – განაცხადა ვიქტორ პონტამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები