“მივესალმებით ისრაელთან ძალიან ახლო ურთიერთობებს“
ჩვენ მივესალმებით ისრაელთან ძალიან ახლო ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ისრაელის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის 90-დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. “ეს საკითხი ცოტა ხნით ადრე მოგვარდა. დღეს უკვე ამ შეთანხმების პირდაპირ შედეგებს ვხედავთ. მივესალმებით ისრაელთან ძალიან ახლო ურთიერთობებს და იმას, რომ ისრაელის სახელმწიფო 90-დღიან ვიზას გაადვილებული პროცედურით გასცემს. ბუნებრივია, ჩვენ გვიხარია ურთიერთობის ასეთი განვითარება. ასეთი ტიპის ბიოროკრატიული საკითხების მოხსნა კიდევ უფრო გააღრმავებს სავაჭრო, კულტურულ და პირად ურთიერთობებსაც ჩვენს მოძმე ერთან”, – განაცხადა პრეზიდენტმა.