როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
სინოპტიკოსის ინფორმაციით, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
„საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდები სამშაბათამდე შენარჩუნდება. აღმოსავლეთში მოსალოდნელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. 13-ში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ვიდრე იმატებს“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები