ღონისძიების ფარგლებში: „ყველა ქართველი 13+“ გოგა ჩანადირის ფოტოების გამოფენა გაიმართა (ვიდეო)
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის მიერ 13 ივნისის სტიქიის ადგილებში გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა.
გამოფენა ღონისძიება „ყველა ქართველი 13+“-ის ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამარ ბელქანია და ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები: მარიამ ტყეშელაშვილი, მარიამ ასათიანი, მარიამ გვარამია და ნინო ტაბაღუა არიან.