„პროთეზებით უზრუნველყოფაზე 29 ტენდერი ჩატარდა და ყველა ჩაიშალა“

საქართველოში პროთეზებით უზრუნველყოფაზე 29 ტენდერი ჩატარდა და ყველა ჩაიშალა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროთეზები განკუთვნილი იყო სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის ვეტერანებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ბენეფიციარებისთვის.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ვერც ერთი კომპანია ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ამ მიმართულებით აუცილებელია.

“29 ტენდერი ჩატარდა საქართველოში პროთეზებით უზრუნველყოფაზე და ყველა ჩაიშალა, რადგან საქართველოში ამას ვერავინ ვერ აკეთებს იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც აუცილებელია. ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი პრობლემა, როდესაც სახელმწიფოს ამ მიმართულებით არ აქვს რესურსი ჩადებული”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები