სალომე ზურაბიშვილი ლიკა კიკიანს მიმართავს – „წაიღო ტვინი ამ უზრდელმა გოგომ“

„წაიღო ტვინი ამ უზრდელმა გოგომ და კიდევ მისმა უაზრო დამცველებმა“, – ამ სიტყვებით მიმართავს პარტია „საქართველოს გზის“ თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი 21 წლის ლიკა კიკიანს, რომელიც საზოგადოებამ კუს ტბაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიცნო. როგორც სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სტატუსში აღნიშნავს, ცილისწამებისთვის და დისკრედიტაციისათვის, კანონის წინაშ ყველამ პასუხი უნდა აგოს.
„ერთხელ და სამუდამოდ – ამას არ ვიძახი ამდენ ხანს? – ცილისწამებისთვის და დისკრედიტაციისთვის და სკანდალ- სკანდალი ტყუილა ყვირილისთვის უნდა ყველას მოეთხოვოს პასუხი… ვითომც დაზარალებულებს, გამვრცელებლებს და, პირველ რიგში, სააგენტოებს, ვინც ამითი სარგებლობენ ან პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ… წესრიგი ქვეყანაში უმისოდ არ იქნება! ყველა თავის ნათქვამზე პასუხისმგებელი უნდა გახდეს და შეიგნოს, რომ მოქალაქეობა ამასაც ნიშნავს….“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, ლიკა კიკიანის განცხადებით, მას დაახლოებით ოცმა პოლიციელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, კიკიანის ცემის ფაქტი უწყების გენინსპექციამ, შესაწვლის შემდეგ, არ დაადასტურა. კუს ტბის დაცვის უფროსი კი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების გახსნის მიზნით, მისთვის არავის მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები