ბათუმში დედამთილმა რძალი სცემა – სასამართლომ 49 წლის ქალი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 49 წლის ქალი, რძლის ცემაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ბრალდებულს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. როგორც პროკურორმა განაცხადა, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ასევე საქმეში ინახება ბრალდებულის, დაზარალებულისა და თვითმხილველების ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაზარალებულს ჩაუტარდა.
“შელაპარაკების დროს ბრალდებული ხელებით თმებში სწვდა დაზარალებულს და თავისა და სახის არეში გაარტყა, რასაც მოჰყვა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა”, – განაცხადა პროკურორმა.
აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება და როგორც პატიმრობას, ასევე ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები