სოზარ სუბარი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნო

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნენ.
სოფელ კაპრეშუმში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს ორი 50-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.
დასრულებულია შენობის მონტაჟი და მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები. ობიექტების მშენებლობა 2016 წლის იანვარში დასრულდება. მშენებლობაზე დასაქმებულია 40 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები