გარემოს დაცვის სამინისტროში სამეცნიერო სემინარი გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „საქართველოს ნიადაგების მძიმე ლითონებითა და რადიონუკლეიდებით დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ – სამეცნიერო სემინარი გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ნიადაგების მძიმე ლითონებითა და რადიონუკლეიდებით დაბინძურების მიმართულებით.
სემინარი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ნიადაგების დაბინძურების კვლევების სფეროში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
სამეცნიერო სემინარს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
სამეცნიერო სემინარი გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები