დავით ნარმანია: აუცილებელია საჯარო მოხელეების პერიოდულად გადამზადება
აუცილებელია საჯარო მოხელეების პერიოდულად გადამზადება – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იქმნება სპეციალური პროგრამები, რათა თბილისის მერიის ქვემდებარე სამსახურის თანამშრომლები პერიოდულად გადამზადდნენ.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი დამტკიცდა. აუცილებელია საჯარო მოხელეების პერიოდულად გადამზადება იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო ადმინისტრაციაში მიდგომები იცვლება. ინერგება სიახლეები და მნიშვნელოვანია კადრების პერიოდულად გადამზადება. თბილისის მერიაში შესაბამის ცენტრს ვაყალიბებთ. ეს იქნება სპეციალურად გადამზადებაზე ორიენტირებული ცენტრი და სპეციალური პროგრამები, რათა თბილისის მერიის ქვემდებარე სამსახურების თანამშრომლები პერიოდულად გადამზადდნენ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.