გიორგი მღებრიშვილი: არასათანადო მოპყრობაზე საკმაოდ მკაცრად ვრეაგირებთ

ჩვენი უწყების მხრიდან ყველა გამოვლენილ არასათანადო მოპყრობაზე უმკაცრესი რეაგირება ხდება, – ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საიას მიერ გამოქვეყნებულ 2014 წელს ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შესრულების ანგარიშს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების უწყებას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებთან, არასათანადო რეაგირებას აქვს.
მინისტრი კი აცხადებს, რომ საიას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს არ იცნობს, თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ზუსტი ინფორმაცია აქვს, რომ მისი უწყების მხრიდან, ყოველ მსგავს გამოვლინებაზე უმკაცრესი რეაგირება ხდება.
“ჩვენი დაწესებულების ერთ-ერთი დირექტორიც კი პასუხისგებაში მივეცით იმისთვის, რომ გაეპარა შემთხვევა, როდესაც პატიმარმა პატიმარზე იძალადა. იმ ადამიანმა სასჯელი მოიხადა. ასე, რომ შემიძლია გითხრათ, რომ ამ დოკუმენტს არ ვიცნობ და გავეცნობი. მაგრამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ  ჩვენი უწყების მხრიდან ყველა მსგავს გამოვლინებაზე უმკაცრესი რეაგირება ხდება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები