თინათინ ხიდაშელი: კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახს 100 000 ლარი გადაეცემა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ავღანეთში მიღებული ჭრილობისგან გარდაცვლილი კაპრალის რამაზ დავითაიას ოჯახს 100 000 ლარი გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ეს თემა ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა.
„დღეს მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, კაპრალ დავითაიას ოჯახისთვის იმ 100 000 ლარის გადახდის შესახებ, რაც ავღანეთში დაღუპულ ჩვენს მეომრებთან მიმართებაშია გათვალისწინებული. ეს თემა, სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა. ბოდიში მინდა მოვუხადო, პირველ რიგში, ამ ოჯახს, იმიტომ რომ ეს მათაც შეეხოთ და ამან მედიასაშუალებებში სხვა ნეგატიურ კონტექსტში იტრიალა “, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები