დაზარალებული ახალგაზრდები შავი ზღვის სანაპიროზე დაისვენებენ

თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები ერთი კვირით შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ გრიგოლეთში მდებარე სასტუმრო „ანდამატში“ დაისვენებენ. აღნიშნული ინიციატივა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით განხორციელდა. ბენეფიციარები რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან მშობლებმა და საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა გააცილეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეციალურად ამ პროექტისთვის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის პროფესორებმა შეიმუშავეს ფსიქო-თერაპიის პროგრამა: „ემოციის მართვა“. აღნიშნული კურსი საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
13-დან 22 წლამდე ახალგაზრდების კომფორტული დასვენებისთვის სასტუმროში ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები, ექსკურსია აჭარის ღირშესანიშნაობების სანახავად და სხვა გასართობი ღონისძიებები.
ერთკვირიანი კურსი 16 ივლისს დასრულდება. ახალგაზრდების ტრანსპორტირებას პროექტის ინიციატორები უზრუნველყოფენ.
პროექტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები