ვახტანგ გომელაური: სალაროებთან რიგებს გააკონტროლებს პოლიცია, რომ არ მოხდეს ჭყლეტა

შსს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვაზე უსაფრთხოებას შს სამინისტრო უზრუნველყოფს.
განცხადება მედიის წარმომადგენლებთან მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება.
“რიგებს გააკონტროლებს პოლიცია, რომ არ მოხდეს ჭყლეტა. ასევე ვინაიდან რიგები იქნება და სიცხეა, მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები და თუ ვინმე შეუძლოდ გახდება, მივხედავთ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დილის 9 საათიდან იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები