სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს პოზიციაზე არგუმენტების წარდგენის ვადა განუსაზღვრა
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს პოზიციაზე არგუმენტების წარდგენისათვის ვადად 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა.
2015 წლის 8 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად დაუდასტურა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ – საქმეზე მიმდინარე წლის 2 ივლისს ქართული მხარის მიერ წარდგენილი კომპენსაციის მოთხოვნის ამსახველი დოკუმენტის მიღება.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, როგორც სასამართლოს წერილიდან ირკვევა, საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი კომენტარებისათვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 8 ივლისს გადაუგზავნა სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს პოზიციაზე შეპასუხების ვადად ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა.