გარემოს დაცვის სამინისტრო მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს გამთენიისას წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დიდი მეწყერული სხეულიდან აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით ადგილი ჰქონდა 13-14 ივნისს წარმოქნილი ძველი მეწყერული სხეულის გააქტიურებას. დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა. მწყობრიდან გამოვიდა აღდგენილი მაგისტრალური გაზსადენის მილი.
ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ, აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები . კერძოდ, გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგები, საპატრულო პოლიცია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები