ახალდაბაში მეწყერი ჩამოწვა
სოფელ ახალდაბასთან ახლოს მცირე მასშტაბით მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულმა გაზსადენი, საავტომობილო გზის ნაწილი დააზიანა.
შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის გზა უკვე გაწმენდილია. მიმდინარეობს გაზსადების აღდგენის სამუშაოები. აღნიშნული შემთხვევა დღეს დილით, 7:00 მოხდა.