ბაღდადში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევი სოფელ წაბლარასხევის ტერიტორიაზე წიფლის ჯიშის სამასალე მორის ტრანსპორტირებას ახდენდა.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, სამართალდამრღვევს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ჩამოერთვა, ასევე, გარემოსთვის მიყენებული ზიანი დაანგარიშდა.
ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, ხოლო მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები