იუსტიციის სამინისტროში მარიკა მამუჩიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მე-9 სართულის მისაღებში მარიკა მამუჩიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. აღნიშნული გამოფენა მინისტრ თეა წულუკიანისა და პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის სამუშაო ოთახებია განლაგებული.
მარიკა მამუჩიშვილი მოცულობითი ქარგვის ტექნიკით მუშაობს და ეს მისი ნამუშევრების პირველი გამოფენაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ორ თვემდე დარჩება.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მისი სამუშაო ოთახის მისაღები თანამედროვე ქართველ მხატვრებს საექსპოზიციოდ ეთმობათ.
ყველა უცხოელ თუ ქართველ სტუმარს, ვინც მინისტრსა და მის მოადგილეს ხვდება, ქართველი მხატვრების შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა. მინისტრი და მისი პირველი მოადგილე თვლიან, რომ მათი მისაღების დროებით „საგამოფენო დარბაზად“ ქცევა ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედების პოპულარიზაციას.
სწორედ ამის გამო მათთვის ისეთი არატრადიციული საგამოფენო სივრცე იქნა შეთავაზებული, როგორიც იუსტიციის მინისტრის მისაღებია.
ექსპოზიცია თვეში ერთხელ იცვლება. იუსტიციის სამინისტრომ უკვე უმასპინძლა ცნობილ ქართველ მხატვრებს − ლევან ლაღიძეს, ილია პატაშურს, მედეა კეიდიას, სოფიო ვარაზს, ეროვნული არქივის რესტავრატორს ლია სიხარულიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები