სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება შეუწყდა
სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება შეუწყდა. როგორც “კვირას“ “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, 9 ივლისს სოფელ ახალდაბასთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ მნიშვნელოვნად დააზიანა შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც სოფელ ახალდაბას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
“შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გაზსადენი პირველად 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან და მისი რეაბილიტაცია შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინტენსიური მუშაობის შედეგად რამდენიმე დღეში მოხერხდა. კომპანია გაზსადენის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.