დავით სერგეენკო კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონფიდენციალური ინფორმაციაა. დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დროულად დასრულდება და ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქმევა.
„საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში ყოფნა ჩემი სამუშაოს ნაწილია. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვარ, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომლის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის აცხადებს, რომ მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინციდენტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში დაასრულა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველთა მხრიდან კიკიანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები