ტუნისის ხელისუფლება ლიბიის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს

ტუნისის პრემიერ-მინისტრმა ხაბიბ ესიდმა განაცხადა, რომ ქვეყანა ლიბიის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს. ამ ღონისძიებამ, პრემიერის აზრით, ქვეყანა კურორტ სუსეში და ბარდოს მუზეუმში ტრაგიკული ტერაქტების გამერეობისგან უნდა დაიცვას. ამ თავდასხმების მსხვერპლნი, ძირითადად, უცხოელი ტურისტები გახდნენ.

„ჩვენ ამ კედლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ, მისი სიგრძე 168 კილომეტრს შეადგენს და მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დასრულდება“, -განაცხადა პრემიერმა. თუმცა ის ტუნისი-ლიბიის მთელი საზღვრის მხოლოდ მესამედს დაფარავს, რომლის სიგრძე 500 კილომეტრს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს და 26 ივნისს ტუნისში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმები, სავარაუდოდ, ლიბიის „ბოევიკთა“ ბანაკებში გაწვრთნილმა ტუნისის მოქალაქეებმა მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები