ევროკავშირმა უკრაინას 600 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკავშირმა უკრაინას მაკროეკონომიკური დახმარების ფარგლებში 600 მილიონი ევრო გამოუყო. ეს 2015 წლის განმავლობაში პირველი ტრანშია, ხოლო დახმარების საერთო მოცულობა 1,8 მილიარდ ევროს შეადგენს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კიევი ფულს ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის იღებს. ასევე რეფორმების გასატარებლად, რომლებმაც ფინანსური სისტემისა და სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს.
უკრაინა ასევე იღებს ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. 2015 წელს ის 17,5 მილიარდ დოლარს მიიღებს (პირველი ტრანში 5 მილიარდის ოდენობით მას 2015 წლის მარტში გადაეცემა). სხვადასხვა წყაროდან დახმარების საერთო ოდენობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდ დოლარს შეადგენს.