კიბერუსაფრთხოების ბიურო სტუდენტებს სტაჟირებაზე მიიღებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტების სტაჟირების პროგრამას იწყებს. დღეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა ანდრია გოცირიძემ ახალი ინიციატივა იმ ქართველ სტუდენტებს გააცნო, რომლებიც განათლებას ესტონეთში იღებენ. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, ბიუროს დირექტორი კიბერუსაფრთხოების სფეროში სტუდენტების სასურველ მიმართულებებს გაეცნო და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტაჟირების პროგრამის დანერგვა საქართველოს მთავრობის „საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების თანახმად ხდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა.
უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ეროვნული კიბერშესაძლებლობების განვითარების საქმეში სტუდენტთა ინტელექტუალური პოტენციალის ჩართვას და საკადრო რეზერვის ბაზის შექმნას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები