ტექნიკური პრობლემების გამო ავიაკომპანია United Airlines-მა დროებით ფრენები შეაჩერა

აშშ-ს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია United Airlines-მა დროებით ფრენები შეაჩერა. მიზეზი კომპიუტერებში ტექნიკური პრობლემებია. ამის გამო კომპანიის თვითმფრინავები აფრენას 40 წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. როგორც ავიაკომპანია United Airlines-ში განაცხადეს, რეისების დაყოვნება იმ მიზეზით მოხდა, რომ თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის ფრენისთვის საჭირო ინფორმაცია მიეწოდებინათ. თუ რა ზარალი მიადგა ტექნიკური პრობლემების შედეგად ავიაკომპანიას, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები