მოსკოვში „ზილ“-ის ქარხანა იწვის (ვიდეო)

მოსკოვში „ზილ“-ის ავტომობილების ქარხანა იწვის. ხანძრის ჩაქრობაში 160 მეხანძრე და 43 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის სამი ვერტმფრენი „კა-32“. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობის სახურავი და მისი ფასადი ჩამოინგრა. ხანძრის ფართობი 2 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მოსკოვის საგანგებო სიტიაციათა სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ხანძართან სიახლოვისგან, ვინაიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების რაოდენობა გაზრდილია.
საგანგებო სიტუაციათა სამხურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობის ევაკუცია არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები