რაიმონდ ვეიონისმა ლატვიის პრეზიდენტის თანამდებობა დღეიდან ოფიციალურად დაიკავა

რაიმონდ ვეიონისი დღეიდან ლატვიის პრეზიდენტის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგა. დღეს მან ლატვიის სეიმის წინაშე ფიცი დადო. პრიორიტეტებს შორის ვეიონისმა ეროვნული ერთიანობა, პატრიოტიზმი და სოციალური სამართლიანობა დაასახელა.
„ვფიცავ, რომ ჩემი საქმიანობა ლატვიელი ხალხის კეთილდღეობას მოხმარდება. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხელი შევუწყო ლატვიის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების კეთილდღეობას. მე დავიცავ კონსტიტუციას და ყველა ჩემს უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად შევასრულებ“, – განაცხადა ვეიონისმა ფიცის დადების ცერემონიაზე.
შეგახსენებთ, რომ ვეიონისი ლატვიის სეიმმა პრეზიდენტად ივნისის დასაწყისში აირჩია. მის კანდიდატურას 100 დეპუტატიდან 55-მა დაუჭირა მხარი. რაიმონდ ვეიონისი 2014 წლის იანვრიდან ლატვიის თავდაცვის მინისტრის, ხოლო 2003-დან 2011 წლამდე გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები