ხვალ ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 9 ივლისს ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ დიღომის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, დიდგორის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, იასამნის, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის, ჩაილურის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: „საქნავთობის“ დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ცხვედაძის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, ახალდაბის, მოლითის, ბჟოლეთის, სიხარულიძის, გარიყულის, თიანაეთის, ძმები გარიშვილების, ჩაეგლის, სადმელის, კაკაბაძის, ველისციხის, გამყრელიძის, სამოცდამეცამეტე და ამირანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI და VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, მიქატაძის და ვართაგავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, მეორე ხეივნის, ხეივნის, გულიას და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრიუკენის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, რომის, ჩერნიშევსკის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამხედრო გზატკეცილი მე-9 კილომეტრის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“,-წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები