არჩილ ჭყოიძე: კაცმა კაცს უკანალი არ უნდა მისცეს
„ცნება სექსუალური უმცირესობა არ არსებობს“ – განაცხადა ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ ტელეკომპანია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, სადაც გადაცემის წამყვანი და მოწვეული სტუმრები სექსუალური უმცირესობების შესახებ საუბრობდნენ.
როგორც არჩილ ჭყოიძე ამბობს, განგებამ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა დააწესა, ხოლო სხვა დანარჩენი არის გარყვნილება.
„სექსუალური უმცირესობა, ასეთი ცნება არ არსებობს. არსებობს ნორმალური ურთიერთობა ქალისა და კაცის, დანარჩენს ჰქვია გარყვნილება. ამას უნდა დაერქვას გარყვნილება, არ არსებობს ჰომოფობია, ვინაიდან ეს შემოგდებულია და ჩვენ მკაცრად უნდა დავგმოთ. არსებობს მხოლოდ უფლისგან დაწესებული მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა, დანარჩენი ყველა ერთობა გარყვნილებაა. გასაგებია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დაბადებიდან აქვთ რაიმე სახის პრობლემა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანმა უკანალი უნდა მისცეს მეორე ადამიანს. მან უნდა იცხოვროს ამ ნაკლოვანებით. ეს არ არის გამართლება იმისა, რომ ჩვენ დავაკანონოთ ასეთი უმსგავსობა “, – აცხადებს არჩილ ჭყოიძე.