რატომ არ სურს მართლმადიდებელ მრევლს ქობულეთში მუსულმანური პანსიონის გახსნა

მართლმადიდებელი მრევლი ქობულეთში მუსულმანური პანსიონის გახსნას ეწინააღმდეგება.
„აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას თურქეთის დაფინანსებით“, – ეს ტრანსფარანტი ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მუსულმანური პანსიონის წინ ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა გამოიტანეს.
ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქრისტიანებით დასახლებულ უბანში მუსულმანთა რელიგიური სასწავლებელი არ უნდა გაიხსნას.
პანსიონის ხელმძღვანელობა კი სასწავლებლის ასამოქმედებლად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
მხარეთა მოსმენა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 15 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები