თბილისის საკრებულოში „სასკოლო მზაობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა „სასკოლო მზაობის პროგრამის“ პრეზენტაცია წარმოადგინეს.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ადგილობრივი და საერთაშიროსო პარტნიორების ხელშეწყობით (გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ვორლდვიჟენ საქართველო“, „კივიტას გეორგიკა“) მომზადდა და განკუთვნილია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის I კლასში.

ღონისძიებას გიორგი ალიბეგაშვილი და თამარ ტალიაშვილიც დაესწრნენ განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც განათლებისა და კულტურის კომისიამ და მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურებმა გაატარეს.

მათ შორის, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ახალი სტანდარტებისა და ორცვლიანი სწავლების სისტემის დანერგვა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 7 წლამდე ბავშვებისთვის ბაღში სწავლების უფლების მინიჭება, ინფრასტრუქტურული პროექტების და ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. თამარ ტალიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ აუცილებელია ერთიანი სტანდარტების შემუშავება, რაც კერძო ბაგა-ბაღებზეც გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები