რატომ არ უნდა აშენდეს ნაგებობები ვერეს ჭალაში – გიგლა აგულაშვილი სპეციალისტების რეკომენდაციებზე საუბრობს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, 13-14 მომხდარრი სტიქიის შედეგების გათვალისწინებით მდინარე ვერესთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვა უნდა მოხდეს, რომ შემდგომში მსგავსი სავალალო შედეგები მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული. ამის შესახებ მინისტრმა “კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა და განმარტა, რომ არ შეიძლება ხეობაში არათუ ახალი სახლების აშენება, არამედ იმათი აღდგენაც კი, რომლებიც იქ იყო.
“სიფრთხილის თამასა აუნდა ავწიოთ, სტიქიის შედეგების გათვალისწინებით უფრო მეტად უნდა დავიზღვიოთ თავი, უნდა გადავხედოთ ნორმატიულ მასალასაც – ცხოვრებამ უკვე შემოგვთავაზა სხვა რეალობა, ის ვითარება, რაც წინა საუკუნისთვის იყო ადეკვატური, აღმოჩნდა, რომ დღეს არ გამოდგება, მე ვფიქრობ, მდინარე ვერე არ „დათმობს“ იმ ჭალას, რომელიც მისი არსებობის მანძილზე მოიპოვა. ამიტომ ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების ან სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა, უგუნური გადაწყვეტილება იქნებოდა. პირადად ამას მხარს არ დავუჭერდი და არც მთავრობას მივცემდი რეკომენდაციას, რომ ასე გარისკოს.
რაც შეეხება გზას, მინისტრის თქმით, სპეციალისტები ამბობენ,რომ მაგისტრალი შესაძლებელია რამდენიმე პირობის გათვალისწინებით იქნას შენარჩუნებული.
“ვერეს ჭალის ბედი უნდა იყოს გადაწყვეტილი სპეციალისტების დასკვნების ფართო კონსულტაციების გათვალისწინებით, საკითხს სჭირდება ფაქიზი მიდგომა, ბევრი თამამი იდეა ჩნდება, მე ვქირობ, რომ ყველა მსგავსი იდეა ძალიან კრიტიკულად უნდა შევაფასოთ, ბევრი თამამი ვერსია გამოითქვა მაგალითად. ის, რომ უნდა გაკეთდეს – კაშხალი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ღვარცოფული მასების შემაკავებელი. ეს არ არის სიახლე, მაგრამ განცხადებები, რომლებიც გეოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კეთდება და მეცნიერულ საფუძველს არ ეყრდნობა, ნაჩქარევი მგონია და ვერ გავიზიარებს. რა მოაქვს სიჩქარეს, უკვე ვნახეთ. გარემოზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინება უნდა მოხდეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სასურველია გზა არ კვეთდეს მდინარეს, იმიტომ რომ გადაკვეთის ადგილები ყველგან დაიტბორა, ცალკე საკითხია, ის გოფრირებული უნდა ყოფილიყო თუ არა. მდინარეს გზა ერთ ნაპირზე თუ გაუყვებოდა, ასეთი ტიპის პრობლემები შეიძლება არ შექმნილიყო, ჩვენი სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ თუ მაინცდამაინც კვეთა უნდა მოხდეს, გვირაბი არ უნდა გამოვიყენოთ, უფრო ფართო ბიჯიანი ხიდები იქნება ეფექტური. ვერე ძალიან კლაკნილი მდინარეა და მან ამ კლაკნილებში ეს უზარმაზარი მასა უპრობლემოდ გამოატარა. არსად არ ჩაგუბებულა 10 კილომეტრის მანძილზე, რაც იმას ნიშნავს,რომ მდინარე მოპოვებულ სივრცეში შუფერხებლად გადაადგილდებოდა, თუმცა სადაც აანთროპოლოგიური ჩარევის წერტილები ნახა, მაშინვე დაიწყო პრობლემები“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.