მოსკოვში ცნობილ „კანონიერ ქურდს“ „გიორგი ტბილისსკის“ 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ცნობილ „კანონიერ ქურდს“ „გიორგი ტბილისსკის“ იგივე გიორგი კალაშიანს მოსკოვის პრესნის რაიონის სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ იუწყება. მასთან ერთად პატიმრობა მიუსაჯეს ასევე ორ კანონიერ ქურდს – ვოვა ზიუზიას და რაჯიკ ნიჟნევარტოვსკის. მათ, იგივე ბრალდების შესაბამისად, 3 წელი და 6 თვე და 3 წელი მიუსაჯეს.
ამავე წყაროს ცნობით, „გიორგი ტბილისსკი“ „კანონიერ ქურდად“ მხოლოდ გასული წლის ოქტომბერში „აკურთხეს“. სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ მას და სხვა პირებს, ვისაც განაჩენი გამოუტანეს, მოსკოვიდან რუსეთის სხვა ქალაქების ციხეებში გადაიყვანენ.

11720748_10204260163975887_1956085178_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები