საქართველოში აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჟურნალისტები იმყოფებიან
საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჟურნალისტები იმყოფებიან – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ტურიზმის ადმინისტრაციიდან მიაწოდეს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ტელეკომპანია дождъ-ის, აზერბაიჯანული გაზეთის ,,ეხო” -სა და უკრაინული ტელელომპანია “1 + 1”- ის წარმომადგენლები მუსიკალურ ფესტივალს Open Air-ს ესწრებოდნენ.
მედიის წარმომადგენლები დაათვალიერებენ თბილისსა და მცხეთასაც. ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.
როგორც ჩოგოვაძემ განაცხადა, ტურიზმის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ფესტივალებსა და ღონისძიებებს და ცდილობს, მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად ფიგურირებდეს საქართველო, რათა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია და იმიჯი.