სასულიერო პირები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ გამოდიან

აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები, – ამ მოთხოვნით სასულიერო პირები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეიზღუდოს იმ ორგანიზაციების უფლებები, რომლებიც უცხო ქვეყნის გრანტებით ფინანსდებიან. სასულიერი პირებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისი მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს.
„შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობდნენ, უნდა არსებობდნენ კიდევაც, მაგრამ ისინი ხალხის მიერ უნდა ფინანსდებოდნენ და ხალხის ინტერესებს გამოხატავდნენ, და არა უცხო ქვეყნის ინტერესებს. ქვეყანა, რომლის გამოც ხალხი თავს იკლავდა, ქალები, რომ ქალწულობა არ დაეკარგათ, კაცებს კიდევ – ღირსება შეენარჩუნებინათ, დღეს იძახიან, რომ მამათმავლობა უნდა დაკანონდეს და გარყვნილობაო. ესენი როგორ არიან ხალხის ინტერესების გამომხატველი ორგანიზაციები“, – აცხადებს დეკანოზი მამა დავითი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები