საბერძნეთმა ევროზონის ქვეყნებს ორ დღეში კონკრეტული წინადადებები უნდა წარუდგინოს
საბერძნეთი ორ დღეში ევროზონის ქვეყნებს კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს. ეს გადაწყვეტილება ამ ჯგუფის სამიტზე იყო მიღებული. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საბერძნეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე არჩევანი გააკეთა, მაგრამ ეს არ არის ევროპასთან კავშირების გაწყვეტის არჩევანი“, – განაცხადა ციპრასმა.
პრემიერის თქმით, საბერძნეთი ეკონომიკის რეფორმირებისთვის ძალისხმევას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში 5 ივლისს ჩატარებულ რეფერენდუმზე გამოკითხულთა 61,31 %-მა კრედიტორებთან შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს. თუ საბერძნეთს და ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმება არ შედგა, შესაძლოა, ევროზონიდან ამ ქვეყნის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.