ობიექტიდან 60 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო N4 მაცივრიდან 60 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ხორცს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა არ ჩასტარებია. შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2 ვერ წარმოადგინა, რის გამოც 1000 ლარით დაჯარიმდა.
ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები